წევრები 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ასოციაციის წევრები

მიკროსაფინანსო ორგანიზაიცია ალიანს ჯგუფი




შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალიანს ჯგუფი" ფინანსური კომპანიაა, რომლის მიზანია ფიზიკური პირების, ასევე მცირე და საშუალო მეწარმეების დაფინანსება, მათი სოციალური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად და ქვეყანაში ბიზნესის განსავითარებლად.

ჩვენი კომპანია ადგილობრივ მიკროსაფინანსო ბაზარზე არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად შეიქმნა. მიკროსაფინანსო ინდუსტრია არის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზა მცირე და საშუალო შემოსავლების მქონე მოსახლეობისათვის.

ჩვენი, ალიანს ჯგუფი მიკროფინანსების მისიაა ადვილად ხელმისაწვდომი, მრავალფეროვანი, სწრაფი და მაღალხარისხიანი ფინანსური მომსახურების შეთავაზება საქართველოს მოქალაქეებისათვის.

"მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალიანს ჯგუფი" მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა სახის სესხს,რაც მათ აძლევს საშუალებას გაიუმჯობესონ საცხოვრებელი გარემო–პირობები, შეიძინონ მათთვის სასურველი ნივთები,დააფინანსონ თავიანთი სწავლა-განათლება და მოგზაურობა,იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე. "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალიანს ჯგუფი" ასევე გასცემს ბიზნეს სესხებს, რომელთა საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია განავითაროს ან გააფართოვონ არსებული ბიზნესი.

www.agm.ge

სააქციო საზოგადოება "კრისტალი"



წარმოადგენს 1998 წელს ქ. ქუთაისში დაფუძნებულ ადგილობრივ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელიც მიზნად ისახავს მცირე სესხების გაცემის გზით ხელი შეუწყოს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას საქართველოში. დღეისათვის კომპანია თავის საქმიანობას ახორციელებს დასავლეთ საქართველოს რეგიონებში (იმერეთი, სამეგრელო, გურია, სვანეთი) და ქალაქ თბილისში. ახლო მომავალში იგეგმება გაფართოება მთელი საქარველოს მასშტაბით.

"კრისტალი" დაინტერესებულ პირებს თავაზობს როგორც ბიზნეს სესხებს, ასევე სამომხმარებლო და იპოთეკურ კრედიტებს. აღსანიშნავია, რომ კომპანია გასცემს სესხებს როგორც არსებული საქმიანობს გასაფართოებლად, ასევე ახალი ბიზნესის დასაწყებად. ფინანსდება ნებისმიერი სახის კერძო ბიზნესი (წარმოება, კომერცია, სოფლის მეურნეობა, მომსახურების სფერო). აქტიურად მოქმედებს სწრაფი განვადების სისტემაც, სადაც სესხის აღება შეიძლება ყოველგვარი ხელფასის გარანტიის გარეშე, საერთო ოჯახური შემოსავლების გათვალისწინებით.

სესხების მოცულობა მერყეობს 100-დან 10,000 აშშ დოლარამდე; 1.5%-3% საპროცენტო განაკვეთით თვეში; 4 თვიდან 2 წლამდე ხანგრძლივობით. სესხების გაცემა ხორციელდება მარტივად, სწრაფად (3-4 დღე) და მინიმალური დოკუმენტაციის მოთხოვნით. წარმატებული კლიენტებისათვის შექმნილია დამატებითი წახალისების მექანიზმები.

www.crystal.ge

სააქციო საზოგადოება მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ფინაგრო"



დაარსდა 2007 წლის ნოემბერში მისი დამფუძნებელი და აქციების 100 %-ის მფლობელია საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი (სსმგფ) .ორგანიზაციის სათაო ოფისი მდებარეობს ქ. გორში. აქვს სამი ფილიალი - თელავში, წნორში და მარნეულში.

სს მისო "ფინაგრო"-ს ძირითადი საქმიანობაა უშუალოდ სოფლის მეურნეობით ან სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული საქმიანობით დაკავებული საქართველოს მოქალაქეებისათვის და ორგანიზაციებისათვის მიკრო სესხების გაცემა . სს მისო "ფინაგრო" მიზნად ისახავს მცირე სესხების გაცემის გზით ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას საქართველოში. დღეისათვის ჩვენი საქმიანობა ხორციელდება შიდა ქართლში, ქვემო ქართლში და კახეთში. „ფინაგრო“ გასცემს სესხებს როგორც არსებული საქმიანობის გასაფართოებლად, ასევე ახალი ბიზნესის დასაწყებად. ფინანსდება ნებისმიერი სახის კერძო ბიზნესი (წარმოება, ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, მომსახურების სფერო).

სესხების მოცულობა მერყეობს 500-დან 50,000 ლარამდე; 24%–36% წლიური საპროცენტო განაკვეთით; 3 თვიდან 2 წლამდე ხანგრძლივობით. სესხების გაცემა ხორციელდება მარტივად, სწრაფად (2-3 დღე) და მხოლოდ აუცილებელი დოკუმენტაციის მოთხოვნით. წარმატებული კლიენტებისათვის შექმნილია დამატებითი წახალისების მექანიზმები. „ფინაგრო“ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით ასევე უზრუნველყობს თავის კრედიტორებს ინფორმაციული მხარდაჭერით. პერიოდულად ატარდებს ტრენინგ სემინარებს, რომელსაც უძღვებიან ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები.

www.finagro.ge

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრედო"



საბჭოთა კავშირის ნგრევას და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას 1991 წელს სამოქალაქო ომი მოყვა. კონფლიქტმა ეკონომიკის ტოტალური კოლაფსი და ესკალაციის რეგიონებში 300000 ზე მეტი ლტოლვილთა გადაადგილება გამოიწვია.

1997 წელს საერთაშორიო ორგანიზაცია "ვოლდ ვიჟენმა" მცირე ბიზნესის განვითარებისა და დახმარების პროექტი წამოიწყო. რომლის მისiა გახლდათ მეწარმეობრივად უმწეოთა და მცირე ბიზნესებისთვის მდგრადი ფინანსური სერვიზით უზრუნველყოფა, სასოფლო სამეურნეო საქმიანობისა და ღარიბთათვის დასაქმების შესაძლებლობების უზრუნველმყოფი ბიზნესების უპირატესობით.

www.credo.ge

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ფინკა საქართველო"



ფინკა საქართველო, საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობის ფონდის - FINCA International Inc.- ფილიალი, საქართველოში 1998 წლის მაისში დაარსდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და აშშ სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ხელშეწყობით.

დღეისათვის ფინკა საქართველოს საფინანსო ქსელი საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს მოიცავს, კერძოდ, 28 ფილიალი საქართველოს მასშტაბით 30 000-ზე მეტ კლიენტს უწევს საფინანსო მომსახურებას. ფინკას მომხმარებელთა რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება ფინკა საქართველო ქვეყნის უმსხვილესი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, სადაც 350-ზე მეტი გამოცდილი და ერთგული პროფესიონალი მუშაობს. ჩვენს თანამშრომელებს ვთავაზობთ საუკეთესო სამუშაო გარემოს, სამსახურებრივი ზრდის შესაძლებლობებსა და მიმზიდველ სახელფასო პირობებს.

www.finca.ge

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლაზიკა კაპიტალი"





ინტელექსპრესი



საერთაშორისო სწრაფი ფულადი გზავნილების სისტემა ინტელექსპრესი შედგება ორი იურიდიული პირისაგან. ინტელექსპრეს-საქართველო რეგისტრირებული და ლიცენზირებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ და ინტელექსპრეს საბერძნეთი რეგისტრირებული და ლიცენზირებული საბერძნეთის ცენტრალური ბანკის მიერ. ინტელექსპრესი გამოირჩევა ორგანიზაციის მაღალი დონით, რომელიც პასუხისმგებელია არალეგალური საქმიანობის შემოსავლის ლეგალიზაციის საწინააღმდეგო პრინციპების გატარებაში, ევროკავშირის, საბერძნეთის და საქართველოს კანონების თანახმად.

მიუხედავად მოღვაწეობის მოკლე პერიოდისა სისტემამ შეძლო მოწინავე პოზიციების დაკავება საქართველოსა და საბერძნეთის ბაზარზე. დღეისათვის ინტელექსპრესის ყოველთვიურმა გზავნილების რაოდენობამ 50000 ერთეულს გადააჭარბა.

ინტელექსპრესი მუშაობს საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფით, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ადაპტირებულია სხვადასხვა საფინანსო და საბანკო დაწესებულებებში. პროგრამა რეალურ დროში ინფორმაციის რეგისტრაციით პირდაპირ ონ-ლაინ სისტემაში, იძლევა კაპიტალის უსაფრთხოდ და სწრაფად გადარიცხვის საშუალებას, სანდო და შედეგიანი წესით, მსოფლიოს მაშტაბით. ინტელექსპრესმა განახორციელა როგორც ფინანსური ასევე ტექნოლოგიური დაბანდება მონაცემთა ბაზის უსაფრთხოებაში და გამოყენებაში. ყველაზე თანამედროვე მეთოდებით იცავს კლიენტების კაპიტალს და მონაცემთა ბაზის საიდუმლოს. სისტემა მუდმივად ორიენტირებულია ქსელის გაფართოებაზე, ახალი განყოფილებების გახსნითა და საბანკო დაწესებულებებთან, თუ სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარებით.

ინტელექსპრესი აქტიურად ფართოვდება საბერძნეთის და საქართველოს ბაზარზე, მისი საქმიანობა ასევე ვრცელდება მრავალ ქვეყანაზე. ინტელექსპრესის პოლიტიკის საფუძველი არის ერთი განსაკუთრებული მარკეტინგის გეგმა ყოველი ქვეყნისათვის, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი წარმომადგენლების ცოდნას, შიდა ბაზრის და დემოგრაფიული კლასების შესახებ, სათანადო მომსახურების და ერთიანი საკომუნიკაციო ქსელის შექმნისათვის.

ინტელექსპრესის საქმიანობის უცვლელი ელემენტებია:
  • სწრაფი მომსახურება და მაღალი სანდოობა;
  • მომსახურება ბიუროკრატიის და შეფერხების გარეშე
  • მომსახურების დაბალი ტარიფები;
  • მომსახურება ნებისმიერ დროს, დასვენების დღეებში და შაბათ-კვირას;
  • მაღალტექნოლოგიური პროგრამული უზრუნველყოფა;
  • კლიენტების მონაცემების კომფედენციალურობის მკაცრი დაცვა.

    www.intelexpress.ge

  • თბილმიკროკრედიტი




    კომპანიის საქმიანობის სფეროები:
  • კომერციული კრედიტები;
  • საკრედიტო ხაზები;
  • სამომხმარებლო სესხები;
  • იპოთეკური სესხები;
  • ავტოკრედიტი.

    მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "თბილმიკროკრედიტი" გასცემს სესხებს 3 000 $-დან 25 000 $-მდე შემდეგი პირობებით:


  • საპროცენტო განაკვეთი - 3 %-დან თვეში;
  • უზრუნველყოფა - უძრავი ქონება ან ავტომობილი;
  • დაფარვის ვადა - 1-3 წლამდე;
  • დაფარვის გრაფიკი - მსესხებლის სურვილისამებრ;
  • სესხის დამტკიცების ვადა -1-3 დღე;

    მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიზანს წარმოადგენს რეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის საკრედიტო მომსახურების გაწევა. კრედიტები გაიცემა მსესხებლების ფინანსური მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, თუმცა მეორადი გარანტიის სახით, აუცილებელია სესხის უძრავი ქონებით უზრუნველყოფა.

    ვებ გვერდის მისამართი: www.tbmc.ge


  • შპს მისო ინტელნეტი


    შპს მისო ინტელნეტი დაარსდა 2008 წელს, 1 ივლისს საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს განკარგუკლება 120–ის თანახმად. საქმიანობის ძირითადი სფეროა სწრაფი ფულადი გზავნილები მსოფლიოს 70 000 აგენტთან 150 ქვეყანაში. გზავნილები ხორციელდება საქართველოს ტერიტორიის შიგნითაც.

    ევროპა ----------------------------------- 2 % დან
    დსთ-ს ქვეყნები ----------------------- 1.5% დან
    საქართველოს ტერიტორიაზე – 0.3% დან


    უცხოური ვალუტის ყიდვა–გაყიდვის ოპერაციები მაღალი კურსით.

    კომუნალური გადასახადების მომსახურება.

    საიუველირო და ანტიკვარიატის სალონი დიადემასთან და შპს მისო ინტელექსპრესთან ერთად ხორციელდება სალომბარდო ოპერაციები. შეფასება - მაღალი–პროცენტები დაბალი.

    ორგანიზაციის მუშაობის სტილს შეადგენს ვალუტის არჩევანი, გადარიცხვის სისწრაფე, კონკურენტუნარიანი ტარიფები,ქვეყნის შიდა გზავნილები კველაზე დაბალი საკომისიო გადსახადიტ,ვალუტის გაცვლა მაღალი კურსით,მომსახურეობა ნებისმიერ დროს,საიმედოობა, უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა

    "ინტელნეტის" ფილიალების ჩამონათვალი

    რუსთავი , მეგობრობის 10 368459
    ზუგდიდი, გამსახურდიას გამზ. 34 8 215 5 38 14
    ბათუმი, კ.გამსახურდიას 25 416589
    თელავი, ერეკლე 2-ის 2, 476348
    დუშეთი, რუსთაველის 35 308081
    გორი, სტალინის 23 8 270 4 40 38
    სამტრედია, ბათუ კრავეიშვილის 1 561498
    თბილისი, გლდანის მე 2 მკრ 24 ბ კორპ  
    თბილისი,წერეთლის გამზ 74/6 99532347288
    თბილისი, წერეთლკის გამზ99 347351
    თერჯოლა, რუსთაველის 122 890155623
    თბილისი, ისნის ბაზრობის მიმდებარე ტერ. 459988
    თბილისი, ჯავახეთის 42 739987
    თბილისი, პეკინის 41 371742
    ბათუმი, ლერმონტოვის 28 88822275523
    ქობულეთი,აღმაშენებლის 128 895191926
    ზესტაფონი აღმაშენებლის 4 8 292 4 05 65
    კასპი,არმაშენებლის 2 8 271 2335
    სამტრედია, ბათუ კრავეიშვილის 2 561498
    ზუგდიდი რუსთაველის 93 8 215 5 13 90
    თბილისი , ალ, ყაზბეგის გამზ19ბ 370109
    თბილსი , გლდანი მეტროს მიმდებარედ 653845


    მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბი.აი.ჯი




    ვებ გვერდის მისამართი: big.com.ge


    მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედექსი




    ვებ გვერდის მისამართი: credex.com.ge


    მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრედიტ პლუსი"




    ვებ გვერდის მისამართი: creditplus.ge


    მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალი




    ვებ გვერდის მისამართი: swisscapital.ge


    მიკროსაფინანსო ორგანიზაცია Geocapital


    მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ბონაკო"


    "მისო ლიდერკრედიტი"


    მიკროსაფინანსო ორგანიზაცია Georgian Capital


    მიკროსაფინანსო ორგანიზაცია Georgian Capital